logo_geo
ძაღლი სახლიდან გაიქცა და იპოვა საავადმყოფო, სადაც კორონავირუსისგან მისი პატრონი კვდებოდა
- +

21 აპრილი. 2020. 13:35

 

იტალიის პროვინცია პიზაში, ძაღლი სახლიდან გაიქცა და იპოვა საავადმყოფო, რომელშიც მისი პატრონი კვდებოდა. ამის შესახებ გამოცემა Newsweek-ი წერს.

 

 

7 წლის გერმანული ნაგაზის, სახელად სტელას პატრონი, კორონავირუსით დაინფიცირდა. როდესაც მამაკაცი საავადმყოფოში წაიყვანეს, ძაღლი მარტო დარჩა. ის რამდენიმე დღე ვერ წყნარდებოდა. სახლიდან გაიქცა და პატრონის საძებნელად გაეშურა.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფომდე რამდენიმე კილომეტრი იყო, სტელამ შეძლო მისი პოვნა. სამწუხაროდ, ძაღლმა ვერ მიასწრო და მისი პატრონი გარდაცვლილი დახვდა.

 

 

მას შემდეგ, რაც ამის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში გავრცელა, მარტოდ დარჩენილი ძაღლი, გარდაცვლილის ნათესავებმა შეიფარეს.

 

 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 2,2 მილიონზე მეტი კორონავირუსის შემთხვევაა გამოვლენილი. ამათგან გარდაიცვალა 147,8 ათასი ადამიანი, ხოლო 558,2 ათასი გამოჯანმრთელდა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი