logo_geo
ილია მეორე: „რა გვეშველება?“ – ურწმუნოთა კითხვაა
- +

24 აპრილი. 2020. 10:37

 

 

საპატრიარქოს უწყებანის facebook-გვერდზე ვრცელდება საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის 1993 წლის სააღდგომო ეპისტოლედან ამონარიდი.

 

 

 ამონარიდებს უცვლელად გთავაზობთ. ნახეთ რაზე იყო მთავარი აქცენტი იმ წელს:

 

 

▪️„ბოლო დროს მრავალი უარყოფითი თვისებისა და ემოციის გამოვლენის მოწმენი გავხდით. ეკონომიკურმა გაჭირვებამ ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა და ზოგიერთში მომავლის სერიოზული შიში დაბადა.

 

 

▪️ხშირად გვესმის სიტყვები: „კატასტროფული მდგომარეობა“, „რა გვეშველება?“ არადა ვუწყით, „რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაი – გამოცდილებასა.

 

 

▪️„რა გვეშველება?“ – ურწმუნოთა კითხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავლის იმედი ადამიანის იდეის ნაწილია და ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი პირველთაგანი.

 

 

▪️პიროვნება თუ ერი თვითონ ქმნის თავის ხვედრს. თუ ჩვენ ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ და ღვთის შიში და სიყვარული იქნება ჩვენი თანამდევი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა.

 

 

▪️ვინ გადაარჩენს მას, ვის წინააღმდეგაც ღმერთია აღმდგარი?! ვინ სძლევს მას, ვისი შემწეც უფალია?!“

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

 

 

სააღდგომო ეპისტოლე

 

 

1993 წელი

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი