logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: ვიცხოვრებთ ჩვეულებრივ, ვიმუშავებთ, ვივლით ბარებსა და რესტორნებში
- +

26 აპრილი. 2020. 02:29

 

 

ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეპიდემია ამ დონეზე გავაჩეროთ ან დავწიოთ ქვემოთ, მთლიანად ვერ გავაქრობთ, – ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი პოსტპანდემიურ პერიოდზე „ფორმულას“ ეთერში.

 

 

ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით, ეს ტალღა შევარბილოთ და შემდეგ ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან.

 

 კოჰაბიტაცია ვირუსთან – ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ჩვეულებრივ, ვიმუშავებთ, ვივლით ბარებსა და რესტორნებში, მაგრამ კარგა ხანს შევინარჩუნებთ სიფრთხილეს, როგორიც არის ნიღბები, სოციალური დისტანცია.

 

 შეგუებული ვიქნებით იმას, რომ ჩვენს გვერდით გახდებიან ადამიანები კოვიდით ავად და თითოეული ეს შემთხვევა არ გახდება სამსახურის კარანტინში გადაყვანის მიზეზი და ის განაგრძობს მუშაობას“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

 

 

ის პარალელს ტუბერკულოზთან ავლებს.

 

 გადამდებლობა მისი უფრო მეტია ვიდრე კოვიდის, რადგან ჰაეროვანი ინფექციაა. ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ტუბერკულოზით ავადმყოფების გვერდით და ეს არ იწვევს სამყაროს პარალიზებას, ეს მოდელი უნდა გადავიტანოთ კოვიდზეც“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 139 უკვე გამოჯანმრთელდა. 5 კი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი