logo_geo
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
- +

26 აპრილი. 2020. 12:10

 

 

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

 

„ამ ეტაპზე კლინიკაში 115 პაციენტი გვყავს. ინფიცირებული 86 პაციენტია. რაც შეეხება რეანიმაციას, იქ შვიდი პაციენტია. ბატონი, რომელსაც გუშინ ვაცხადებდი, რომ იყო მძიმე მდგომარეობაში, დღეს ბიოლოგიური სიკვდილი დადასტურდა.  ასაკით 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით. ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ყველა სარქველის ნაკლოვანებით იყო. ნაკლოვანება გამოიხატა ჩატარებული ექოსკოპიური კვლევით. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, აღმოჩნდა უშედეგო“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში ექვსი პაციენტია გარდაცვლილი.

 

 

big_banner
არქივი