logo_geo
ილია მეორე: მინდა, დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, სამღვდელოება, ხალხი. ყველაფერს აკეთებენ, რომ უფალი ჩვენთან იყოს
- +

26 აპრილი. 2020. 14:00

 

 

„მინდა, დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

 

„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უფალი ახლოსაა ჩვენთან, უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს საშუალებას წირვა-ლოცვისა. მე მინდა, დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი, რათა ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, სხვაგან არა არის ამისი საშუალება. კიდევ მნიშვნელოვანი არის იმით კვირაცხოვლობა, რომ კვირაცხოვლობის დღეს მსოფლიო პატრიარქმა გადმოგვცა ჩვენ სიგელი, რომ ცნობს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მე მინდა მადლობა შევწირო უფალს და მსოფლიო პატრიარქს ეკლესიას კონსტანტინოპოლისას ამდენი წყალობისთვის“, - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.

 

 

big_banner
არქივი