logo_geo
ქალაქებში მცხოვრები ადამიანები სამეურნეო საქმიანობისთვის რეგიონებში მიმოსვლას საშვებით შეძლებენ
- +

26 აპრილი. 2020. 19:37

 

 

29 აპრილიდან, თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე, სამინისტროს მიერ გაცემული საშვით შეძლებენ. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ბათუმიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან გასვლა-შესვლის საშვის მისაღებად, მოქალაქეებმა უნდა მიმართონ რეგიონულ შტაბებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.

 

 

„ნებართვის მისაღები ფორმა განთავსდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mepa.gov.ge. მოქალაქემ აღნიშნული ფორმა/განაცხადი უნდა შეავსოს ქალაქიდან გასვლამდე 12 საათით ადრე. შემოსული განაცხადის საფუძველზე სამინისტრო გასცემს საშვს ელექტრონული და/ან მატერიალური ფორმით (საჭიროების მიხედვით, ერთჯერადს ან მრავლჯერადს). უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, განმცხადებელი პასუხს მიიღებს ელექტრონულად“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

მოქალაქეებს დამატებითი ინფორმაციისთვის ცხელ ხაზზე (144) დარეკვაც შეუძლიათ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი