logo_geo
300 000 უფასო ველოსიპედი მოსახლეობას – ალტერნატიული ტრანსპორტის განვითარების სახელმწიფო პროგრამა
- +

27 აპრილი. 2020. 01:04

 

 

მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის და ველოსიპედის, როგორც ალტერნატიული, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით, თურქეთში დაიწყეს სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას 300.000-ზე მეტი ველოსიპედი, უსასყიდლოდ გადაეცემა.

 

 

როგორც Haberler -ი წერს, აქციის ფარგლებში ველოსიპედები გადაეცემა სხვადასხვა დაწესებულებებს. მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებს, სკოლებს, საავადმყოფოებს და ა. შ.

 

 

პროექტის მიხედვით, ადგილობრივ სამთავრობო სტრუქტურებს ევალებათ, ველოსიპედით გადაადგილებისთვის საჭირო, თანამედროვე სტანდარტების, სრულყოფილი ინფრასტრუქტურა შექმნან.

 

 

პროექტი თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი