logo_geo
კორონავირუსს მოსდევს წყალდიდობა, გვალვა და შიმშილი – "ბიბისის" 2020 წლის შემაშფოთებელი პროგნოზი
- +

28 აპრილი. 2020. 15:57

 

 

პანდემია მარტო არ "მოსულა". მას თან მოჰყვება ხანძრები, წყალდიდობები და კალიების შემოსევა. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით, ბუნებრივი კატაკლიზმების გამო, ბევრ ქვეყანა შიმშილობის ზღვარზე დადგება. ამის შესახებ აცხადებენ მეტეოროლოგიური და საერთაშორისო ორგანიზაციები.

 

 

სხვა სიტუაციის შემთხვევაში, მსოფლიო მეტნაკლებად გაუმკლავდებოდა კატასტროფებს, მაგრამ ახლა მთელი რესურსი მიმართულია კოვიდ-19-თან ბრძოლაში.

 

 

ექიმებსა და მაშველებს თავისუფალი ხელები არ აქვთ, ხოლო ბიუჯეტები იფიტება. ფერმები, ტრანსპორტი და ბიზნესი, კარანტინის გამო ხელოვნურ კომაში არიან. პანდემიის დროს, თუ მოხდა რაიმე კატასტროფა, სიტუაცია მალევე შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან.

 

 

კარანტინმა ვერ შეაჩერა გლობალური დათბობა. მაგალითად, წყალდიდობის, გვალვის ან ქარიშხლისგან დაზარალებული ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს სტიქიისგან მიღებული ზიანის აღდგენის თანხა, შესაბამისი აღჭურვილობის შეძენას და შემდეგ გაგზავნა დღეს გაცილებით რთულია, ვიდრე ადრე.

 

 

კორონავირუსმა ადამიანების ცხოვრების წესი შეცვალა, მაგრამ არ შეცვალა ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა – გლობალური დათბობა.

 

 

დედამიწის კლიმატის უმსხვილესი მონაცემთა ბაზის, ამერიკული National Centers for Environmental Information (NCEI)-ის ცნობით, 2020 წლის მარტში, პლანეტაზე რეკორდულად დათბა:

 

 

1880 წლის შემდეგ, როდესაც დაიწყეს დედამიწის ტემპერატურის შესწავლა, მხოლოდ ორჯერ მოხდა ხმელეთისა და ოკეანის საშუალო ტემპერატურის მომატება და ერთ-ერთი სწორედ ამ წლის მარტში იყო.

 

 

„ჰაერის დაბინძურება შემცირდა ეკონომიკური აქტივობის შეჩერების გამო, თუმცა ნახშირორჯანგი არ ქრება უცებ“, – ამბობს პროფესორი დანიელ შმიდტი ბრიტოლის უნივერსიტეტიდან.

 

 

მისი თქმით, დათბობის შედეგს, როგორიცაა ზღვის დონის მომატება, საუკუნეების განმავლობაში ვიგრძნობთ.

 

 

ტემპერატურის მატების წინა რეკორდი 2016 წელს მოხდა – როდესაც წყნარი ოკეანის ტროპიკებში, ექსტრემალური სიცხეების და სიცივის გამო, შეიცვალა წყლის ტემპერატურა.

 

 

ამ ფენომენს ელ-ნინიო დაარქვეს.

 

 

რამდენად თბილია ოკეანე, იმდენად უფრო მასშტაბური ქარიშხლები იქმნება. მსხვილ ეკონომიკებს შორის, ეს განსაკუთრებით აზიანებს აშშ-ს. ქარიშხლების სეზონი შტატებში ივნისიდან დაიწყება.

 

 

გლობალური დათბობა საშიშია არამხოლოდ დათბობის გამო, არამედ იმით, რამდენად ცვლის ის ამინდს. სიცხე უფრო და უფრო აუტანელი ხდება, ისევე როგორც სიცივე.

 

 

გასული წელი ამის მაგალითი იყო.

                                                                

 

ევროპის ცენტრში, ჟენევისა და გრენობლის რეგიონში, წვიმა 40 დღის განმავლობაში არ მოსულა – ბოლოს მსგავსი რამე XIX საუკუნეში მოხდა. მხოლოდ ამ კვირას, წამოვიდა წვიმა.

 

 

2020 წელს, კრიზისი პანდემიის გარეშეც იქნებოდა. გვალვამ არამხოლოდ ევროპულ მიწებს დაარტყა. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეც პრობლემები აქვთ.

 

 

აშშ-ში, ადგილობრივი 5-ბალიან შკალით, ტეხასში, კალიფორნიასა და ორეგონში, გვალვის მეორე დონის საშიშროება არსებობს.

 

 

პანდემიის გარეშეც, 2020 წელს მსოფლიოს უმსხვილესი ჰუმანიტარული კრიზისი ელოდა. ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ბიზლი ამბობდა.

 

 

გაეროს უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში ქრონიკულად შიმშილობს 1 მილიარდი ადამიანი – მსოფლიოს ყოველი მერვე მცხოვრები. კორონავირუსის გამო გამოწვეული კრიზისის გამო, ამ რიცხვ კიდევ 130 მილიონი დაემატება. ბიზლის პროგნოზით, მარტო 2020 წელს, იშიმშილებს 265 მილიონი ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი