logo_geo
ლევან რატიანი: დადგება მომენტი, როცა ექიმი ქვეყანას არ ეყოლება
- +

28 აპრილი. 2020. 17:02

 

 

“თუ „ღლიცინს“ გავაგრძელებთ, დადგება მომენტი, როცა ექიმი ქვეყანას არ ეყოლება, - ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსის ბიოლოგიური თვისების შესახებ მსოფლიომ ჯერჯერობით ის იცის, რომ საჭიროა ფიზიკური დისტანციის დაცვა. რათა არ გავხდეთ ინფიცირებული. თუ მოსახლეობა ფიზიკური დისტანცირების და სახლში დარჩენის მითითებებს არ დაემორჩილება, საქართველოს შესაძლოა, ექიმებიც აღარ ჰყავდეს.

 

 

„ამ ეტაპამდე დაიჭირა ქვეყანამ, მაგრამ თუ ასე გავაგრძელებთ, არ მინდა ცუდი სიტყვა - „ღლიცინს“, რასაც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა, სამწუხაროდ, აკეთებს, ვერ აუვალთ ამას ნამდვილად ქართველი ექიმები. დადგება მომენტი, როცა ექიმი ქვეყანას არ ეყოლება იმიტომ, რომ ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც გვაქვს რესურსი და შესაძლებლობა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

 

 

big_banner
არქივი