logo_geo
კორონავირუსით სამ თვეში უფრო მეტი ამერიკელი დაიღუპა, ვიდრე ვიეტნამთან 10-წლიანი ომის დროს
- +

29 აპრილი. 2020. 13:04

 

 

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით უკვე 58 356 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1 მილიონს გადააჭარბა.

 

 

CNN-ის ცნობით, სამ თვეში აშშ-ში კორონავირუსით იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე ვიეტნამის ომის დროს, რომელიც 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

 

ვიეტნმთან ომის დროს საერთო ჯამში 52 220 ამერიკელი დაიღუპა.

 

 

აშშ-ში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი 2020 წლის 6 თებერვალს დაფიქსირდა. ამის თვის თავზე კი ფატალობის მაჩვენებელი კატასტროფულად გაიზარდა,

 

 

სპეციალისტები ინფიცირების და გატრდაცვლილთა რაოდენობის კიდევ უფრო მატებას ელოდებიან, ამიტომაც მოსახლეობას მკაცრი სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

 

 

 

ფოტო: John Olson/The LIFE

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი