logo_geo
საქართველოში სისხლის დეფიციტია
- +

30 აპრილი. 2020. 10:17

 

 

COVID 19-ით გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში შეიქმნა სისხლის დეფიციტი, რამაც სისხლის ბანკებში კრიზისი გამოიწვია. ამის შესახებ ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

 

 

სისხლის ბანკი ყველა დონორს მოუწოდებს, გაიღონ სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად.

 

 

„COVID 19-ით გამოწვეული სიტუაციიდან გამომდინარე, ქვეყანაში შეიქმნა სისხლის დეფიციტი, რამაც სისხლის ბანკებში კრიზისი გამოიწვია, რადგან არ არსებობს სისხლისა და სისხლის პროდუქტების შემცვლელი ხელოვნური ხსნარები. სისხლის პროდუქტების მიღების ერთადერთი გზა კი სისხლის ჩაბარებაა.

 

 

სწორედ ამიტომ ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი მოქალაქეებს მიმართავს, რომ ყველა დონორს ისინი მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს, რათა გაიღონ სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად. ამისთვის სისხლის ბანკი დონორებს ტრანსპორტით გადაადგილებას და კვების ხარჯებს გაორმაგებული ოდენობის კომპენსაციით უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ სისხლის ბანკი სისხლით 80-მდე საავადმყოფოსა და კლინიკას უზრუნველყოფს“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი