logo_geo
დათო მაღრაძის პოემა „ჯაკომო პონტი“ არაბულ ენაზე ითარგმნა
- +

30 აპრილი. 2020. 17:20

 

 

დათო მაღრაძის პოემა „ჯაკომო პონტი“ ამჯერად არაბულ ენაზე ითარგმნა.

 

 

მთარგმნელი საბრინა სახნინია, ხოლო გამომცემლობა - Al Sharq Printing Prees.

 

 

იორდანიაში საქართველოს საელჩოს ცნობით, წიგნის პრეზენტაცია, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ბეირუთსა და ქაიროშია დაგეგმილი.

 

 

წიგნი, ასევე, აბუ დაბის ყოველწლიურ წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარდგენილი.

 

 

პოემა 2011 წელს გამოიცა და უკვე რამდენიმე ენაზეა ნათარგმნი. კერძოდ, იტალიურ, რუსულ, უნგრულ, აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე.

 

 

big_banner
არქივი