logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: „რემდესივირს“ არა აქვს ისეთი უკუჩვენებები, რომ მისი გამოყენება სახიფათო გახდეს
- +

30 აპრილი. 2020. 22:27

 

 

რემდესივირს“ რაიმე განსაკუთრებული რისკები არა აქვს. ყველა მედიკამენტს აქვს პოტენციურად გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით კი ძლიერმოქმედ წამლებს, მაგრამ „რემდესივირს“ არაფერი ისეთი უკუჩვენება არა აქვს, რამაც მისი მოხმარება შეიძლება სახიფათო გახადოს და საფრთხის წინაშე დააყენოს პაციენტის ჯანმრთელობა - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

 

 

ახალი მედიკამენტის დამკვიდრება პრაქტიკაში არ ხდება ერთი რომელიმე კვლევით და ეს ხდება დიდი კვლევების ერთობლიობით და შემდეგ მათი შედეგების დეტალური ანალიზით. იყო რამდენიმე კვლევა, რომელშიც „რემდესივირმა“ თითქოს ვერ უჩვენა მაღალი ეფექტი და იყო ერთგვარი იმედგაცუებაც, ისევე როგორც ეს თან სდევს ყველა მედიკამენტს, რომლებიც აქამდე გამოიყენებოდა COVID-19-ის სამკურნალოდ. იგივე ცნობილ „პლაქვენილსაც“, რომელსაც საქართველოშიც იყენებენ“- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

big_banner
არქივი