logo_geo
„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“
- +

1 მაისი. 2020. 14:01

 

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სამედიცინო ცენტრ „მკურნალში“, სისხლის უანგარო დონორობის აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მიმდინარეობს.

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას მარტვილის მუნიციპალიტეტშიც შეუერთდნენ.

 

 

უანგარო დონაციის აქციაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივები ჩაერთვნენ.

 

 

მთელი დღის განმავლობაში სისხლის უანგარო დონაციის აქციაში 40-ზე მეტი პირი მიიღებს მონაწილეობას.

 

 

აქცია კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება.

 

 

 

 

big_banner
არქივი