logo_geo
გაიხსნება თუ არა პლაჟები და ბანაკები ზაფხულში?
- +

3 მაისი. 2020. 22:58

 

 

11 წლის სანდრა სოლნერი საზაფხულო ბანაკს ყოველ წელს მოუთმენლად ელოდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ კორონავირუსმა ბევრის გეგმა შეცვალა, რთულია იმის თქმა, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი ბანაკების გახსნა.

 

 

სოლნერის მშობლის თქმით, არცერთი ბანაკი, რომელსაც ბავშვი ესწრება, ჯერ არ გაუქმებულა.”ვფიქრობ, ბანაკების გახსნის შემთხვევაში გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება მომიწევს იმის შესახებ, თუ რამდენად კომფორტული იქნება მისი გაგზავნა.”

 

 

რამდენიმე კვირაში ზაფხულის მოსვლასთან ერთად ოფიციალური პირები გამოთქვამენ წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ თბილი ამინდი უამრავი ადამიანისთვის საზაფხულო აქტივობებში ჩართვის ცდუნება იქნება. ყოველივე ეს კი შეაფერხებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, რაც უკვე ხდება.

 

 

შაბათ – კვირის განმავლობაში სამხრეთ კალიფორნიის თავს დამტყდარი სიცხის ტალღის შედეგად, სახელმწიფო და ადგილობრივი ლიდერების მიერ სახლში დარჩენასთან დაკავშირებული თხოვნის მიუხედავად, ათასობით ადამიანი  ფორთოხლის ოლქში არსებულ პლაჟებს მიაწყდა.

 

 

მაშინ, როდესაც ბევრი კამათობდა ჯორჯიისა და სხვა შტატებში რესტორნების, სილამაზის სალონებისა და ბიზნეს დაწესებულებების ნაადრევად გახსნის თაობაზე, დღეს იზრდება იმ ლიდერთა რაოდენობა, რომლებიც დადგენილი გეგმის შესრულების კვალდაკვალ, თავიანთ შტატებში იმავეს განხორციელებას აპირებენ.

 

 

ამ ზაფხულს, მას შემდეგ რაც ადამიანები თავიანთ სახლებში ზოგიერთი ვარაუდობს, რომ გარკვეული სივრცეები, მაგალითად, პლაჟები გარკვეულწილად პრივილეგირებულთა  თავშეყრის ადგილად იქცევა.

 

 

“სივრცეებს, სადაც ადამიანები წასვლას და დისტანცირებას მოახერხებენ, სხვადასხვა აქტივობის განსახორციელებლად დიდ უპირატესობას მიანიჭებენ. ასე რომ, პლაჟებისა და ეროვნული პარკისკენ.” – აცხადებს ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს ეპიდემიოლოგი, დოქტორი, ჯონ ბროუნშტეინი.

 

 

იმ პირობებში, როდესაც ნიუ-იორკში დაიხურა აუზები და პარკების განყოფილების მიერ გაუქმდა 1000 საზაფხულო ბანაკი, სახელმწიფოს ლიდერები იუწყებიან, რომ ზაფხულში ამგვარი დაპაუზების შედეგი მოსახლეობისთვის შესაძლოა მძიმე აღმოჩნდეს.

 

 

ნიუ – იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ, პრესკონფერენციაზე განაცხადა :”არ შეიძლება ქალაქში კომპაქტურად დასახლებულ ადამიანებს უთხრა, რომ ზაფხულის თვეებში სამ შვილთან ერთად სახლებში დარჩნენ, რადგან მათთვის არაფრის შეთავაზება შეგვიძლია. ეს არ მუშაობს. ჩვენ საღი აზრით უნდა ვიმსჯელოთ.”

 

 

მიუხედავად ყველაფრისა, ბევრი იმედოვნებს, რომ ზაფხული გადარჩება.

 

 

“ჩვენ შეგვიძლია არსებულ გამოწვევას, როგორც ინოვაციის შესაძლებლობას, ისე შევხედოთ. ხალხი გაერთიანდება და ახალ მითითებებს ზაფხულის განმავლობაში შეასრულებს, თუმცა ჩვენ მაინც შეგვეძლება, რომ გარეთ ცხოვრებით დავტკბეთ.“ – განაცხადა ბროუნშტეინმა.

 

 

 

ამერიკული ბანაკების აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა, ტომ როზენბერგმა, განაცხადა , რომ ბავშვების ბანაკებში წასვლის საკითხი, ბანაკების ადგილმდებარეობაზე იქნება დამოკიდებული.

 

“Covid 19 მთელი ქვეყნის მასშტაბით განსხვავებული გზებით ვითარდება. მაშინ, როდესაც, პირობითად, ერთი შტატი მეორე ფაზაშია, მეორე შტატი პირველ ფაზაში იმყოფება და მესამე შტატი ვირუსის ტალღას ჯერ არ შეხვედრია. ამრიგად, ვცდილობთ მოვლენებს თვალყური მივადევნოთ და სიტუაციაში გავერკვეთ, რაშიც აშშ – ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები და ჯანდაცვის ადგილობრივი თუ საჯარო ორგანოები გვეხმარებიან, რათა წლევანდელ ზაფხულს ბანაკებმა უსაფრთხოდ ფუნქციონირება შეძლონ.” – განაცხადა როზენბერგმა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი