logo_geo
ამერიკელი გენერალი: არ ვიცით, კორონავირუსი უხანის ლაბორატორიიდან გამოვიდა, ცხოველების ბაზარში გაჩნდა თუ სადმე სხვაგან
- +

6 მაისი. 2020. 11:11

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელი ახალი კორონავირუსის უხანის ლაბორატორიიდან გავრცელებას ვერ ადასტურებს. გენერალ მარკ მილის განცხადებით, ამ დრომდე უცნობია, თუ რომელი ადგილიდან გავრცელდა ახალი ტიპის კორონავირუსი.

 

 

„სამი ფუნდამენტური საკითხია. პირველი არის, ბუნებრივია, არის თუ არა ადამიანის შექმნილი. მტკიცებულებების წონა არის ის, რომ ეს იყო ბუნებრივი და არა ადამიანის შექმნილი. მეორე საკითხია, გავრცელდა თუ არა შემთხვევით? გავრცელდა გარემოში ბუნებრივად თუ განზრახვით? ჩვენ არ გვაქვს საბოლოო მტკიცებულება, მაგრამ ჩანს, რომ სავარაუდოდ არ იყო განზრახვით. მესამე საკითხია ადგილმდებარეობა. გამოვიდა თუ არა უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიიდან, გაჩნდა თუ არა უხანის ცხოველების ბაზარში ან გაჩნდა თუ არა სადმე სხვაგან? პასუხია – ჩვენ არ ვიცით. ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ჩინეთის მთავრობა გაიხსნება და უფლებას მისცემს ინსპექტორებს და გამომძიებლებს, ჩავიდნენ ადგილზე სრული გამჭვირვალობით, რათა მსოფლიომ გაიგოს ფაქტობრივი პირველწყარო. ეს საშუალებას მოგვცემს, ვისწავლოთ გაკვეთილი, რათა სამომავლოდ აფეთქების პრევენცია მოხდეს“, – განაცხადა გენერალმა მარკ მილიმ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი