logo_geo
სამების ტაძარში მრევლი გიორგობის სადღესასწაულო წირვას დისტანციის დაცვით ესწრება
- +

6 მაისი. 2020. 11:23

 

 

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა უკვე დაიწო. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი აღავლენს. მრევლი ღვთისმსახურებას ერთმანეთის მოშორებით, დისტანციის დაცვით ესწრება.

 

 

სასულიერო პირების თქმით, ტაძრებში მთავრობის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციას ითვალისწინებენ და სოციალური დისტანცია კონტროლდება.

 

 

"რეკომენდაციებს და ყველა წესს ჩვენ თვეებია ვიცავთ, მრევლიც იცავს და დღესაც ისევ ისე იქნება. სტიქაროსნები, მონასტრის მორჩილები, ბერები აკონტროლებენ, დადიან და თხოვენ თუ ვინმე არღვევს, დადგნენ მონიშნულ ადგილზე," - ამბობს არქიმანდრიტი, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსი, მამა იოანე (მჭედლიშვილი).

 

 

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა დღეს მოქმედ ყველა ეკლესიაში აღინიშნება.

 

 

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა საეკლესიო მსახურება საქართველოში არსებულ ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.

 

 

საქართველოში გიორგობას წელიწადში ორჯერ ზეიმობენ. 6-ს მაისს და 23-მ ნოემბერს.

 

 

big_banner
არქივი