logo_geo
პროფესორი, რომელიც Covid-19-ს იკვლევდა, მოკლული იპოვეს
- +

6 მაისი. 2020. 16:07

 

 

პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ბინგ ლიუ, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით გარდაცვლილი იპოვეს.

 

 

CNN-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პროფესორის სახლთან მდგარ მანქანაში კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინეს.

 

 

გამოძიება ვარაუდობს, რომ დაუდგენელმა პირმა ჯერ მეცნიერი მოკლა, შემდეგ კი თავის მანქანაში დაბრუნდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

 

სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და პროფესორი ერთმანეთს იცნობდნენ.

 

 

როგორც მოკლულის კოლეგები ამბობენ, ბინგ ლიუ კოვიდ-19-თან დაკავშირებულ კვლევებში მნიშვნელოვანი აღმოჩენების პირას იყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი