logo_geo
ინდოეთში ქიმიური გაზის გაჟონვის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა
- +

7 მაისი. 2020. 10:22

 

 

 

ინდოეთში, ერთ-ერთ ქარხანაში ქიმიური გაზის გაჟონვის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ანდჰრა პრადეშის შტატში მოხდა. დაშავებულია კიდევ 300 მოქალაქე. ისინი საავამდყოფოში გადაიყვანეს.

 

 

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, გაზმა დილის საათებში გაჟონა, როდესაც ქარხნის სიახლოვეს მდებარე დასახლებების მცხოვრებლებს ეძინათ. როგორც იუწყებიან, ქარხნიდან სტიროლმა გაჟონა, რომელსაც ფართოდ იყენებენ პლასტმასისა და სინთეზური კაუჩუკის წარმოებაში.

 

 

საავდმყოფოში გადაყვანილ მოქალაქეებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ.

 

 

მომხდარის გამო, ქარხნის სიახლოვეს მდებარე დასახლებებიდან 1500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

 

 

მთავრობის ცნობით, ქარხნიდან სამი კილომეტრის რადიუსში მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე ემუქრება.

 

 

როგორ „როიტერი“ წერს, ამ ზონაში მდებარეობს ერთ-ერთი დასახლება, სადაც კორონავირუსის გამო კარანტინია გამოცხადებული.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი