logo_geo
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
- +

7 მაისი. 2020. 23:33

 

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 60 პაციენტი მკურნალობს. მისივე თქმით, მათგან ოთხი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

ამჟამად 73 პაციენტია მოთავსებული და მათ შორის კორონავირუსით ინფიცირებულია 60. მათგან ოთხი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში და ამ ოთხიდან ორი არის აპარატულ სუნთქვაზე.

 

დღეს საავადმყოფოდან გავწერეთ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი და აღებული გვაქვს კიდევ სამი განმეორებითი ტესტი, ასევე შვიდი პირველადი ტესტი. თუ ეს ტესტები უარყოფითი იქნება, პაციენტებს გამოჯანმრთელებულს გავწერთ ბინაზე.

 

გვყავს ორი ორსული კოვიდინფიცირებული, რონელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სხვა ყველა პაციენტი მოთავსებულები არიან ინტენსიურ ბლოკებში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი