logo_geo
მარინა ენდელაძე: ვირუსი პრაქტიკულად დამარცხებულივითაა
- +

8 მაისი. 2020. 01:58

 

 

გადაჭრით იმის თქმა, რომ ამ სეზონზე ვირუსი დამარცხებული იქნება - ძნელია, მაგრამ ამის წინაპირობები არსებობს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ „პოსტვ“-ის ეთერში განაცხადა.

 

საქართველოში ყოველ დღე ინფიცირებულთა რიცხვი იმდენად დაბალია, რომ პრაქტიკულად ვირუსი დამარცხებულივითა.

ეს ორი თვე ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა იყო. სერიოზული დაღლა და შრომა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც დიდი სიამოვნება იმის, რომ შევძელით რაღაც კარგი გაგვეკეთებინა, ჩვენს ხალხს და ქვეყანას რაღაცით გამოვადექით“, - აღნიშნა ენდელაძემ.

 

საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

 

 

 

 

big_banner
არქივი