logo_geo
ორთაჭალაში სავარაუდოდ ბინის მეპატრონემ მდგმურებს ბენზინი გადაასხა და მათი დაწვა სცადა
- +

9 მაისი. 2020. 02:40

 

 

ორთაჭალაში ბინის მეპატრონემ მდგმურებს ბენზინი გადაასხა და მათი დაწვა სცადა. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ოჯახმა 200 ლარიანი ქირა ვერ გადაიხადა, რის შემდეგაც, ბინის მფლობელმა ჯერ მდგმურებს შეურაცხყოფა მიაყენა და შემდეგ მათი დაწვა სცადა. ისინი გადარჩნენ, თუმცა ვერ გადარჩა კარმიდამო.

 

 

როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, კორონავირუსის პანდემიისგან შექმნილი მდგომარეობის გამო ისინი უსამსახუროდ დარჩნენ და ბინის ქირას ვერ იხდიდნენ. დავით აბრამიშვილმა ბინის ქირის მოგროვებას სისხლის ჩაბარებით ცდილობდა, თუმცა დონორობაში მხოლოდ 40 ლარი გადაუხადეს, რაც  ქირისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

 

ოჯახზე თავდამსხველი ბინის მფლობელი უკვე დაკავებულია.

 

ბინის მეპატრონის მეუღლის განცხადებით კი, ამირანაშვილმა სცადა სახლის დაწვა და არა მობინადრეების.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი