logo_geo
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, პარლამენტის სახელით, ნობათი გადასცეს
- +

9 მაისი. 2020. 12:12

 

 

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების  დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და ვეტერანებს სურსათ-პროდუქტები გადასცეს. 

 

 

პარლამენტის სახელით შეძენილი ნობათი 149 ადამიანს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ 14 ვეტერანს გადაეცა. ქართული წარმოების პროდუქტები, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით დაფასოვდა და დარიგდა.​

 

 

big_banner
არქივი