logo_geo
„დედაჩემი, რომელიც მესამე წელია ციხეშია, არც ერთხელ არ მინახავს” – ნინო დარასელის აღიარება
- +

10 მაისი. 2020. 02:56

 

 

 

ჟურნალისტი ნინო დარასელი თავის სააგენტოზე – at.ge სტატიას აქვეყნებს სათაურით – ფრთები ხომ არ მიგიღიათ?”

 

 “დარსო” სტატიაში კორონავირუსის პანდემიის პერიოდის შეგრძნებებს, ფაქტებს, ემოციებს, რეალობას იხსენებს. ყვება, როგორ მოირგო ვარდისფერი სათვალე, რომ არსებულ რეალობაზე არ ენერვიულა, არ ეყურებია იმნაძე-გამყრელიძე-ეზუგბაიას არცერთი გამოსვლისთვის, რომ არ დაძაბულიყო, არ შეშინებოდა…

 

 ნინო აღიარებს, რომ სამი წლის მანძილზე არცერთხელ არ უნახავს დედა ციხეში, არც იცის რა პირობებშია ის.

 

 “იზოლაციისას წუწუნი რომ მინდება ჩაკეტილობაზე, იმწამს მახსენდება, სად არიან დედა და დეიდა, როგორ პირობებში და რა ჩაკეტილობაში, თან 2 თვე კი არა, უკვე მეოთხე წელია და თავს აღარაფერზე დარდის უფლებას არ ვაძლევ.

 

 გავიკეთე ვარდისფერი სათვალე და ასე ვიცდენ ყველანაირ ნეგატივს. ვერ და არ ვხედავ… ან თუ ვხედავ, მხოლოდ ვარდისფრად. ამიტომ აღარც და ვეღარც ვბრაზდები, აღარც მწყინს და რაც არ მომწონს, ყველა აზრს ვბლოკავ.

 

რა თქმა უნდა, ბევრი ცდილობს მომხსნას ხოლმე ეს სათვალე, მაგრამ ვერაფრით ახერხებენ.

 

 მეტსაც გეტყვით, და გასაოცარს: დედაჩემი, რომელიც მესამე წელია სასჯელს იხდის ციხეში, არც ერთხელ არ მინახავს.

 

ჰო, თვალები არ გატყუებთ, არც ერთხელ! რატომ? რა სიგიჟეა? გეტყვით: ალბათ, ამით ვიცავ ჩემს თავს და ვატყუებ, რომ ის იქ არაა.

 

რომ ვნახო და დავაფიქსირო, რა გაჭირვებაშია, ვეღარ გავაგრძელებ სრულფასოვნად ცხოვრებას, ბავშვების გაზრდას, მუშაობას და შესაბამისად, არსებობას.

 

ჩემმა პატარა გოგომაც, რომელიც რუსოს გაზრდილია, იცის, რომ ბებია გერმანიაშია.

 

ყოველდღე ტელეფონით რომ რეკავს, ყველაფერზე ვსაუბრობთ, იმ ადგილის გარდა, სადაც ახლა არის. არ ვიცი, როგორია მისი ოთახი, როგორი რეჟიმი აქვს, ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ეკონტაქტება.

 

მალე მაინც უნდა ჩამოვიდეს იმ შორეული “გერმანიიდან”. ისე, რა უცნაურია, ჩემს პატარა გოგოს, რომელმაც როგორც უკვე ზემოთ მოგახსენეთ, იცის, რომ რუსო გერმანიაშია, ძალიან უყვარს მოგზაურობა, სულ სადღაც გაფრენაზე ოცნებობს, მაგრამ არასდროს ბებიასთან, გერმანიაში არ მოუთხოვია წასვლა. ვითომ იცის სადაა? იცის, რომ ვატყუებთ? დიდი შანსია.

 

ეტყობა, მასაც გენეტიკურად ერგო ჩემგან ვარდისფერი სათვალე” – წერს ნინო თავის სტატიაში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი