logo_geo
მეუფე ნიკოლოზი ვირუსის ვაქცინაზე: ეს არის ეშმაკისგან ნამდვილად
- +

10 მაისი. 2020. 19:59

 

 

“თუ ყველა ადამიანს ვაქცინის გაკეთებას დააძალებენ, ეს  მოქმედება ეშმაკისეული იქნება,” – ამის შესახებ კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მეუფე საბას განცხადებას, რომლის თანახმადაც,  ვაქცინა, რომელიც შეიქმნება, ადამიანის დამორჩილებას მოემსახურება.

 

 

„ზოგადად ეკლესიის დამოკიდებულება მკურნალობისა და ვაქცინებისადმიც არის პოზიტიური.

 

 

მე იმასაც ვიზიარებ, რომ ყალბი არხები იქმნება, ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ. მაგალითად, ამ ვაქცინაზეც არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. მთავარი ამ ინფორმაციაში არის ის, რაზეც მეუფე საბამ გააკეთა რეაგირება, რომ ეს ვაქცინა იქნება საყოველთაო ანუ ყველა ადამიანს დააძალებენ ამ ვაქცინის გაკეთებას. ეს არის ეშმაკისგან ნამდვილად. თუ ყველა ადამიანს დააძალებენ რაღაცის გაკეთებას, იძულებულს გახდიან დედამიწას და ყველა ადამიანს, რომ რაღაც მოქმედება შეასრულოს, ეს ნამდვილად ეშმაკისეული მოქმედება იქნება. მე ამას იმპერატიულად არც ერთი ადამიანისგან არ მივიღებ. თუ იქნება იმპერატიულად, რომ ეს აუცილებლად უნდა გაიკეთოს საყოველთაოდ ყველამ, ყოველგვარი ახსნის გარეშე, მე ამაში მონაწილეობას არ მივიღებ. ვაქცინას მე აუცილებლად გავიკეთებ, მაგრამ თუ დამაძალებენ, მაშინ არ გავიკეთებ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

 

big_banner
არქივი