logo_geo
ეიფელის ხიდი საქართველოში - ის რაც ბევრმა არ იცის
- +

11 მაისი. 2020. 01:05

 

 

ეიფელის ხიდი მდინარე ცემისწყალზე მდებარეობს და  ბორჯომს ბაკურიანთან რკინიგზით აკავშირებს.

 

 

ხიდი მიხეილ რომანოვმა საფრანგეთში,  ფრანგ ინჟინერ – კონსტრუქტორსა და ხიდების მშენებელს, პარიზში დადგმული ცნობილი „ეიფელის კოშკის“ ავტორს გუსტავ ეიფელს შეუკვეთა.

 

 

ხიდის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო.

 

 

ხიდი საქართველოში 1902 წელს ჩამოიტანეს და ადგილზე ის კონსტრუქტორმა ბესარიონ ქებურიამ დაამონტაჟა.

 

 

1902 წლის იანვრიდან ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზზე ბორჯომი – ბაკურიანი, პირველმა ,,კუკუშკა” მატარებელმა გაიარა, რომელიც ბორჯომის სიმბოლოდ  იქცა.

 

 

ხიდს ხალხში დღესაც „ეიფელის ხიდს“ უწოდებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი