logo_geo
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

11 მაისი. 2020. 10:32

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3-ით გაიზარდა და 638 გახდა.ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

 

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა და 317 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 4896 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 444 პირი. ინფორმაციისთვის, ინფიცირებულებიდან გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

big_banner
არქივი