logo_geo
„უფლის საცერი იცრება, მხოლოდ რჩეულნი დარჩებიან“- ლელა კაკულია მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
- +

12 მაისი. 2020. 01:46

 

 

წინასწარმეტყველი ლელა კაკულია ჩანაწერებს ავრცელებს, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ახსენებს მის მიერ დანახულ მომავალს.

 

უფლის საცერი იცრება. რჩეულნი დარჩებიან. ირგვლივ ყველაფერი სუფთავდება. მოდიან „მეცნიერები“, მოდის „გიორგი ბრწყინვალე“ და ვიმეორებ, კოსმოსი ნიღაბს ყველას ჩამოხსნის, დაგვანახებს, ვინ სად დარბის და რას აკეთებს. ვხედავ, შადიმანების წინააღმდეგ დიდი რეპრესიები ჩატარდება. ყველაფერი კანონზომიერია. ვინც პოლიტიკაში უნდა დარჩეს, იგი დარჩება და ეს იქნება უკვე ნება კოსმოსისა. შეცდომა უკვე აღარ შეიძლება დაიშვას. ნუ გგონიათ, შადიმანებო, რომ შეძლებთ ხალხის მანიპულირებას. თქვენი დრო წავიდა.

 

დღეს, ვხედავ, ხალხს არავისი სჯერა. ისინი სწორ მიმართულებას ვერ ირჩევენ, თვითონაც ბევრ შეცდომას უშვებენ. დიახ, დიდი პოლიტიკა – ეს თამაში არ არის. მისი გამოსწორება სწრაფად შეუძლებელია.

 

 

big_banner
არქივი