logo_geo
მეუფე გერასიმე ეკლესიის დაფინანსებაზე: ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალე
- +

12 მაისი. 2020. 14:14

 

 

 

 

„არაფერი არ გვაქვს ჩვენ დაფარული, ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალე“,- ასე გამოეხმაურა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე, სახელმწიფოს მიერ ქართული ეკლესიის დაფინანსების თემას.

 

 

„თუ რაში იხარჯება ეს ფული შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს მთავარ საიტზე. არაფერი არ გვაქვს ჩვენ დაფარული, ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალე.

 

 

მარტო საქართველოს ეკლესია არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმათზე არ არის საუბარი და არავინ იძახის არაფერს“,- ამბობს მეუფე გერასიმე.

 

 

მეუფე გერასიმე დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

 

 

 

როგორც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმე შარაშერიძემ აღნიშნა, კორონავირუსის წინააღმდეგ აცრები და ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობით.

 

 

 

მისი განცხადებით, საპატრიარქოში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც იმსჯელებს, აღნიშნულ საკითხზე, გაითვალისწინებენ მედიკოსების რეკომენდაციებს და ამის შემდეგ მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას.

 

 

ავტორი: თეა შონია

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი