logo_geo
ლეკვი, რომელიც პატრონმა საშინელ მდგომარეობაში ნახა, ინტერნეტ სივრცეს იპყრობს
- +

13 მაისი. 2020. 11:51

 

 

ვიეტნამში მცხოვრები დიიეს ოჯახი შეშფოთდა, როდესაც თავისი საყვარელი კორგის ლეკვი, სახელად გოდი, ზურგზე უმოძრაოდ მწოლიარე და წითელ მასაში ამოვლებული იხილა. გოდის პატრონმა სოციალურ ქსელში გააზიარა, თუ როგორ შეაშინა ლეკვმა მთელი ოჯახი.

 

 

ოჯახში კორგის ჯიშის სამი ლეკვი - გოდი, კენდი და ენდი ცხოვრობს. ისინი ყოველთვის სასაცილო სიტუაციაში ვარდებიან.

 

 

ცხოველების პატრონს სახლის სიახლოვეს აქვს ოპტიკის მაღაზია, სადაც ძაღლები დიდ დროს ატარებენ.

 

 

გოდის ძალიან მოსწონს ზურგზე წოლა და ამას პატრონის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებული ფოტოებიც ადასტურებს.

 

 

 

 

ერთ დღეს პატრონმა ოთხფეხა ბინადარი წითელ სითხეში ამოსვრილი, მაღაზიის იატაკზე უმოძრაოდ მწოლიარე დაინახა - "ამ დროს ყველაზე საშინელი რამ წარმოვიდგინე", - წერს ცხოველების პატრონი და პოსტს ფოტოებსაც ურთავს.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია საშინელებათა ფილმის სცენას მოგაგონებდათ, პოლიციის გამოძახება საჭირო არ გახდა, რადგან "დამნაშავე" ადგილზე უმოძრაოდ იწვა.

 

 

აღმოჩნდა, რომ გოდიმ პიტაია დააგემოვნა და მთელი სხეული მისი წითელი წვენით დაისვარა, ხოლო შემდეგ "შემთხვევის" ადგილზე ჩაეძინა.

 

 

სასაცილო გოდის ფოტოები სოციალურ ქსელში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ფოტო მონტაჟის მოყვარულებიც კი შთააგონა და მისი სახალისო მემოც შექმნეს.

 

 

რამდენიმე ხნის წინ გოდიმ საზამთროც დააგემოვნა - შედეგი იგივე იყო, რაც პიტაიას შემთხვევაში.

 

 

 

 

პატარა ცხოველებმა, თავიანთი სასაცილო ქცევებით, სოციალური ქსელის მომხმარებლებს თავი შეაყვარეს.  პატრონის მიერ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული კორგების ყოველი ფოტო ვირუსულად ვრცელდება. ცხოველთა მოყვარულები მოუთმენლად ელოდებიან კენდისა და გოდის ახალ, სახალისო თავგადასავლებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი