logo_geo
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

14 მაისი. 2020. 10:10

 

 

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

 

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 652 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 11 პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 383-ს შეადგენს.

 

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

 

 

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 11 პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

კარანტინის რეჟიმში 4246 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394.

 

 

big_banner
არქივი