logo_geo
„ნოყიერ ვახშამზე უარის თქმა ბოდვაა“- აკადემიკოსი ლეო ბოკერია განმარტავს
- +

14 მაისი. 2020. 21:47

 

 

ლეო ბოკერია აკვირდებოდა დიდი ამერიკელი ქირურგების ცხოვრების წესს და აღმოაჩინა, რომ ისინი უარს არასდროს ამბობდნენ ნოყიერ ვახშამზე.

 

ანდაზა, რომელიც საუზმის საკუთარი თავისთვის შენახვას, ხოლო ვახშმის მტრისთვის დათმობას გვირჩევს, ბოდვაა და მეტი არაფერი, ამბობს ცნობილი კარდიოქირურგი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ლეო ბოკერია.

 

აკადემიკოსმა სატელევიზიო ინტერვიუში საკუთარი დღის რეჟიმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე 45 წელია, რაც დილის 05:45 საათზე იღვიძებს. მისი საუზმე, რომელსაც ათობით წელია მეუღლე უმზადებს — ხაჭოა.

 

 

ვყიდულობ რძესა და ნაღებს, მეუღლე კი ყოველდღე მიკეთებს მათგან ხაჭოს. ვჭამ და მივდივარ სამსახურში“, — ამბობს სახელოვანი ექიმი.

 

ირკვევა, რომ აკადემიკოსი სამსახურში არ სადილობს, ოპერაციის დასრულების შემდეგ კი ხაჭოთი, იოგურტით ან ხილით ნაყრდება.

 

შინ ბოკერია საღამოს რვა საათისთვის ბრუნდება და „მაშინ იწყება ჭამა“.

 

 

სინამდვილეში, თუ დილით მაძღრისად ისაუზმებთ, საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა ბრძმედივით იწყებს მუშაობას. ამიტომ ადამიანს წამოწოლა და ძილი უნდება“, — განმარტა აკადემიკოსმა.

 

სწორედ ამიტომაა, რომ ლეო ბოკერია დილით მსუბუქად საუზმობს, ხოლო საღამოს გემრიელად და ნოყიერად ვახშმობს, რის შემდეგაც ფიზიკურად იტვირთავს თავს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი