საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ანსამბლ „ქართული ხმების" დამფუძნებლის გია ჭირაქაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და უთანაგრძნობს მის ოჯახსა და ახლობლებს.
„ძალიან დამწყვიტა გული გია ჭირაქაძის გარდაცვალებამ.
მისი სახელი თითოეული ჩვენგანისთვის ქართულ სიმღერასთან ასოცირდება, ასოცირდება ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელ ანსამბლ „ქართულ ხმებთან", რომლის დამფუძნებელიც და გამორჩეული წევრიც იყო გია ჭირაქაძე.
მთელი გულით თანავუგრძნობ ბატონი გიას ოჯახს, ყველა მეგობარს და კოლეგას", - წერს კვირიკაშვილი.