logo_geo
თენგო ბასილაშვილი : ეს დაგეგმილი იყო, ნელის პროვოკაცია გამოუვიდა
- +

2 ივნისი. 2020. 15:42

 

 

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ოჯახურ კონფლიქტზე ბასილაშვილის ძმა, თენგო ბასილაშვილი  “კვირის პალიტრასთან” საუბრობს და აცხადებს, რომ დოროყაშვილმა წინასწარ დაგეგმა, პროვოკაცია მოუწყო ყოფილ მეუღლესა და მის ოჯახს:

 

 

„ჩემთვის ძალიან ძნელია ამ თემაზე­ ლაპარაკი. ითქვა, თითქოს, ნელის დამსახურებაა ნიკას წარმატება, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნიკას წარმატებაში, ჩოგბურთის წესებში მაინც ხომ უნდა ერკვეოდეს.

 

 

თვეში 100.000 ლარიც არასდროს გადაუხდია. ეს იმხელა თანხაა, ამის საშუალება არ აქვს, მაგრამ თავის ოჯახს არაფერს აკლებდა.

 

 

ჩემი აზრით, ეს დაგეგმილი იყო. ნელი დაუკითხავად არასდროს მოსულა ჩვენი მშობლების სახლში. კამერაში ნათლად ჩანს, რომ ნელიზე არავის უძალადია. ეს ტყუილია! სასაცილოა, თითქოს მამაჩემი გაეკიდა. მას ორივე მუხლზე მენისკი აქვს, აჩქარებით სიარულიც კი არ შეუძლია…

 

 

თუმცა, ფაქტია, რომ ნელის პროვოკაცია გამოუვიდა.

 

 

სიმართლე გაირკვევა, მაგრამ საზოგადოებამ შეიძლება, იმ ადამიანების ნდობა დაკარგოს, ვინც მართლა ძალადობის მსხვერპლია.

 

 

ამ პერიოდში ბევრმა ჩოგბურთელმა, ვინც ნიკას იცნობს, დაურეკა და თანადგომა გამოუცხადა. საქართველოში ძალიან ბევრმა, ვინც პირადად არც კი იცნობს ჩემს ძმას, მხარი დაუჭირა და მინდა, მათ ნიკას სახელით მადლობა გადავუხადო“, – აცხადებს თენგო ბასილაშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი