logo_geo
ფოთის კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
- +

29 ივლისი. 2020. 12:45

 

 

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.

 

ორივე მათგანი ბოქსირებულ პალატებში იყო მოთავსებული.

 

„კლინიკაში მოთავსებულ ორივე პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში „პისიარ“ კვლევისთვის. ამ დროისთვის, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი უკვე გაეწერნენ კლინიკიდან“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი