logo_geo
რა წერია ჩვენებაში, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილმა მამამისის წინააღმდეგ მისცა
- +

7 აგვისტო. 2020. 01:43

 

 

გავრცელდა თამარ ბაჩალიაშვილის მიერ მამამისისი წინააღმდეგ 2012 წელს მიცემული ჩვენება, სადაც ის გამოძიებასთან ყვება, როგორ ძალადობდა მამამისი დედამისზე. ჩვენებაში მოზარდი დეტალურად იხსენებდა მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის მიერ დედამისზე, თეონა თამაზაშვილზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს. გამოკითხვას მაშინ ბაჩალიაშვილის პედაგოგიც ესწრებოდა.

 

„ჩემს მშობლებს ხშირად არა მაგრამ პერიოდულად მოსდიოდათ კონფლიქტი ყოველ მიზეზგარეშე. აღნიშნული ხდებოდა მაშინაც, როდესაც მამაჩემი იყო ნასვამ მდგომარეობაში და მაშინაც, როდესაც იყო სრულიად ფხიზელი. იყო შემთხვევებიც, როდესაც მამაჩემმა დედაჩემს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მამაჩემი, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, შემოვიდა ბინაში. მან უსაყვედურა დედაჩემს, თუ რატომ ჰქონდა წინა საღამოს ოთახებში გვიანობამდე ჩართული სინათლე. დედაჩემმა უპასუხა, რომ ნამდვილად არ ჰქონია ჩართული ყველგან სინათლე. ამის გამო მამაჩემი გაბრაზდა და დედაჩემს ჯერ თმებზე მოქაჩა, შემდეგ კი სახეში შემოარტყა ხელი. დედაჩემმა, ვინაიდან იყო ცუდად გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ექიმებმა კი გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. მათ მოსვლამდე კი მამაჩემი გავიდა ბინიდან და წავიდა“ - წერია ბაჩალიაშვილის ჩვენებაში.

 

ამ ფაქტის გამო ჯუმბერ ბაჩალიაშვილს შემაკავებელი ორდერი გამოუწრეს, შემდეგ კი მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით ბრალი წარუდგინეს და მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

 

თამარ ბაჩალიაშვილის მამა დღეს ამბობს, რომ წლების წინ მომხდარ ფაქტს შვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გავლენა არ ჰქონია.

 

„ქრონიკამ“ მოიპოვა დოკუმენტაცია, რომელშიც თამარ ბაჩალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. აღწერილი. აღნიშნული დასკვნა ასევე 2012 წელს, ექიმ ხათუნა ჩაფიძის მიერ არის შედგენილი. დასკვნა, რომელშიც ექიმი ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს, მამის წინააღმდეგ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებიდან ერთი თვის შემდეგ არის შედგენილი.

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

 

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი