logo_geo
მარტო სახლში – როგორ გახდე ბედნიერი მიტოვებულ სოფელში
- +

16 აგვისტო. 2020. 01:40

 

 

 

 

30 წელზე მეტია, რაც ხუან მარტინ კოლომერი და მისი მეუღლე სინფოროსა სანჩო ესპანეთის სოფელ ლა-ესტრელაში ცხოვრობენ. დიდი ხნის წინ იქ 200 მოსახლე იყო, დღეს კი მხოლოდ ისინი დარჩნენ.

 

ლა-ესტრელა არაგონის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს უდაბნო მონეგროსის ცენტრში. ქვიშა თანდათანობთ ზევით იწევს და სასოფლო-სამეურნეო მიწასაც ანადგურებს მდინარე ებროს ნაპირებში.

 

ხალხმა ამ დგილების მიტოვება 1930-იანი წლების მიწურულს დაიწყო, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ. ტერიტორია, რომელიც ორჯერ აღემატება ბელგიის ფართობს, ფაქტობრივად, დაუსახლებელი დარჩა. აქ თითოოროლა ფერმას თუ ვნახავთ.

 

„ყველა წავიდა, ჩვენ კი ის სულელები ვართ, ვინც დარჩნენ”, – ამბობს სინფოროსა, რომელიც უკვე 87 წლისაა.

 

ერთ კვადრატულ კილომეტრზე აქ რვა ადამიანი მოდის. ძირითადად, ეს ხანშიშესული ხალხია. ბოლო ბავშვი სოფელში ხუან მარტინის და სინფოროსას ვაჟი იყო. მას შემდეგ, რაც სოფლის ერთადერთი მასწავლებელი წავიდა, სკოლა დაიკეტა და ბიჭს სკოლაში სიარული სხვა სოფელში უწევდა.

 

“იქ, სადაც არ არიან ბავშვები, არ არის სიცოცხლე”,- ამბობს 86 წლის ხუან მარტინი.

 

წყვილი საკუთარი პენსიით ცხვორობს, რაც თვიურად 1,2 ათას ევროს შეადგენს. მათ ბაჭიები და ქათმებიც ჰყავთ, პროდუქტებისთვის კი, ახლომდებარე ქალაქში დადიან.

 

ჯერ კიდევ 10 წლის წინ ისინი ზეთის ლამფებს ხმარობდნენ განათებისთვის, დღეს კი, მათ მზის ელემენტები და ელექტროენერგია აქვთ.

 

„ჩვენ ყოველთვის ასე ვცხოვრობდით. როდესაც ციოდა, ცეცხლს ვანთებდით, ღამით თბილი საბნის ქვეშ გვძინავს. თუკი თქვენ ქათმები, ბაჭიები და მიწა გაქვთ, მაშინ ყველაფერს თავს გაართმევთ”,- აღნიშნავს სინფოროსა.

 

აქ არასდროს ყოფილა სატელეფონო ხაზი, ხოლო მობილური მხოლოდ სასაფლაოზე იჭერს. მათ არ ენატრებათ საზოგადოება  და ხალთან ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ქალაქში აქვთ სახლი, ისინი იქ მხოლოდ შვილის ოჯახის მოსანახულებლად ჩადიან.

 

„ჩვენ მარტოობაში გავიზარდეთ და ჩვენ ეს მოგვწონს, ლა-ესტრელა ჩვენთან ერთად მოკვდება“,- ამბობენ მოხუცები და ფიქრობენ, რომ აქ მათსავით ცხოვრება არავის მოუნდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი