logo_geo
9 წლის ბიჭს, რომელმაც ოჯახში მიღების სურვილი გამოთქვა, ათასობით ადამიანი ეხმაურება
- +

18 აგვისტო. 2020. 22:47

 

 

ოკლაჰომაში არსებული შესაბამისი უწყების ოფიციალური პირები იტყობინებიან, რომ მათ შვილად აყვანის თაობაზე ათასობით მოთხოვნის მიღება უწევთ მას შემდეგ, რაც 9 წლის ბიჭუნამ, რომელსაც ოჯახი არ ჰყავს, ამის თაობაზე საჯაროდ განაცხადა.

 

ჯორდანის პოპულარობა მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, სადაც იგი მისი შვილად აყვანის ოცნებაზე საუბრობდა.

 

„მე მინდა მყავდეს ოჯახი, რათა დედისა და მამისთვის დარეკვა შემეძლოს. სხვა არაფერი მადარდებს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც მინდა მქონდეს შესაძლებლობა, ვესაუბრო ადამიანებს ყოველთვის, როცა ამის საჭიროება დამიდგება. ვიმედოვნებ, შვილად ამიყვანთ“, – ამბობდა ჯორდანი, რომელიც უკანასკნელი 6 წლის მანძილზე ბავშვთა სახლში ცხოვრობს.

 

ოკლაჰომას ერთ-ერთ ტელევიზიაში გაკეთებული განცხადების შემდეგ, კომპანიაში მთელი აშშ-ის მასშტაბით უამრავი მოთხოვნა შევიდა.

 

„ნამდვილი ამბავი გასულ კვირას დაიწყო, როდესაც შემატყობინეს, რომ ვებ-გვერდის მეშვეობით დღეში დაახლოებით 1200 მოთხოვნას აგზავნიდნენ“, – აცხადებს ბავშვთა სოციალური უზრუნველყოფის სპეციალისტი, ქრისტოფერ მარლოუ.

 

მისივე განცხადებით, იმ ოჯახის საპოვნელად, რომელიც ჯორდანს სამუდამოდ დაუკავშირდება, პატარა ბიჭი საკუთარ ბიოლოგიურ ძმას დაეკონტაქტა, რომელიც გასულ წელს იშვილეს.

 

„ეს მისთვის ძალიან მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა. ჯორდანს ძმა ენატრება.

 

ჩვენ ამ ოჯახს დავუკავშირდით და ამჟამად მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ყველაფერი რიგზეა. ისინი ჯორდანთან ურთიერთობისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ და აპირებენ, რომ დრო ერთად გაატარონ”, – განაცხადა მარლოუმ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი