logo_geo
ვინ არიან ძმები, რომლებიც დღეს ტრაგიკულად ჭაში დაიხრჩვნენ - „ჯერ უმცროსი ძმა ჩავიდა, ცუდად გახდა და საშველად უფროსს დაუძახა"
- +

31 აგვისტო. 2020. 02:21

 

 

ხაშურის სოფელ ალიში ტრაგედია დატრიალდა. რუისელი ძმები - წიტარიშვილები ხაშურის მუნიციპალიტეტში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები. ისინი წლებია ჭების გათხრასა და დასუფთავებაზე მუშაობდნენ. ამჯერად ჭის დასუფთავება სურდათ და როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავდაპირველად ჭაში სამუშაოდ უმცროსი ძმა ჩავიდა. ჩაიხსნა თოკი და დაიწყო მუშაობა, მაგრამ ცოტა ხანში დახმარება ითხოვა, საშველად სასწრაფოდ ჭაში მისი უფროსი ძმა ჩავიდა, როგორც ფაქტის თვითმხილველი ამბობს, იგი შეეცადა ძმა იქიდან ამოეყვანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისიც ცუდად გახდა და ორივე ჭაში ჩავარდა.

 

ფაქტის თვითმხილველმა მამაკაცმა სასწრაფოდ პოლიცია და მაშველები გამოიძახა, მაგრამ იქ მოსულ სამართალდამცავებს და მაშველებს ძმები უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ძმების ცხედრები მაშველებმა ჭიდან ამოიყვანეს და გორის პროზექტურაში გადაასვენეს.

 

მერის წარმომადგენელს სოფელ ალიში, მისი თქმით, ამ ბიჭების გათხრილი იყო ეს ჭა და ახლა მას ასუფთავებდნენ.

 

„ბენზინგასამართი სადგურია გომი-საჩხერის გზაზე და იმ ტერიტორიაზე მოხდა ეს უბედურება. თავად ამ ძმების გაკეთებული იყო თურმე ეს არტეზიული ჭა და მისი გაწმენდითი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ. ვიზიარებ ოჯახის ტრაგედიას", - გვითხრა მან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი