logo_geo
რატომ წააგო საბჭოთა ნაკრებმა 3 - 0: აღარ გყავთ სტალინი, შეიგნეთო!
- +

12 სექტემბერი. 2020. 01:38

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო მოგონებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

ოთარ ეგაძესთან ერთად. მისი მოყოლილი ამბავი#1
1965
წლის 4 ივლისს მოსკოვში სსრკ ნაკრები შეხვდა ბრაზილიის ნაკრებს. ამ მატჩში პელეს წინააღმდეგ ქართველებიც თამაშობდნენ. მეკარეც კავაზაშვილი იყო. 3 -0 წააგო საბჭოთა ნაკრებმა. 6 ივლისს გაფართოებული პლენუმი ყოფილა პარტმოღვაწეთა. ამ პლენუმზე სიტყვით გამოვიდა ზაკვოს ხელმძღვანელი რუსი გენერალი. მიწაში ჩაუდია საქართველოს პარტიული აქტივი. პიროვნების კულტსაც გადაწვდა და დაუქადნია: აღარ გყავთ სტალინი და შეიგნეთო. სიჩუმე დარბაზში. ყველა თავდახრილი იჯდა. კბილებში ცრიდა შეურაცხყოფისა და უსუსურობის განცდაო. დაამთავრა თუ არა სიტყვა გენერალმა, შემდეგი მოხსენება ოთარ ეგაძის უნდა ყოფილიყო.

დაასახელეს მისი გვარი. გავედიო, თემა ჩემი მოხსენებისა სხვა იყოო, ვიდრე პარტაქტივის შეფასებაო. გადავხედე დარბაზს და ყველა მიყურებდა, მივხვდი, ჩემგან ელოდნენ, არადა მძიმე იყო მაშინ ზაკვოს ხელმძღვანელთან კამათი. მისი კი არ მეშინოდა, ჩვენი პარტაქტივის, რომელიც მის მაამებლად მე დამსჯიდაო
და ასე დაუწყია: ჩვენ ორი დღის წინ ფეხბურთის მატჩი ვიხილეთ, სადაც საბჭოთა გუნდი სასტიკად დამარცხდაო. და რატომ დამარცხდა? რა არის მთავარი მიზეზი გუნდის დამარცხებისა? სიჩუმე დარბაზში. ვეკითხები ბატონ გენერალს, ვეკითხები მთელ ჩვენს პარტიულ აქტივს! სიჩუმე დარბაზში. ყველა ფიქრობს, რომ პელე არ ყავს სსრკ-ს, მაგრამ ვინ იტყვის! ეგაძე აგრძელებს: თამაშის დაწყებამდე ვიცოდი რა შედეგი იქნებოდაო. საიდან? საიდან და თამაშის დაწყებამდე ბრაზილიელებმა იმღერეს საკუთარი ჰიმნი, რეალურად იმღერეს, სიტყვებით, ჩვენები კი პირს აცმაცუნებდნენ, ვითომ ამბობდნენ ტექსტს, რატომ? იმიტომ რომ დღემდე არ არის ჰიმნის ტექსტი დამტკიცებულიო. ქვეყანა, რომელსაც ჰიმნის ტექსტი არ აქვს, ის ვერ მოიგებსო. მოგვეცით ტექსტი და ჩვენც გვექნება მიღწევები, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველი ტექსტით ვიმოქმედებთო.

საქმე იმაშია, რომ ჰიმნში სტალინი იყო მოხსენიებული და შემდგომ აკრძალეს. ახალი კი არ იყო დამტკიცებული. დარბაზში ტაშის გრიალი ატყდა. გენერალი დროზე ადრე წასულა. მომიყვა ბატონი ოთარი და თვალები აუწყლიანდა. ბევრი სხვაც მოყვა... ეს მერე.

 

 

big_banner
არქივი