logo_geo
თენგიზ ცერცვაძე: საქართველო COVID19-ის ვაქცინას ერთ-ერთი პირველი მიიღებს
- +

12 სექტემბერი. 2020. 22:44

 

 

COVID19-ის პრევენციისთვის რამოდენიმე ვაქცინა უკვე შექმნილია. გადის გამოცდებს, ზოგი მეტი და ზოგი ნაკლები წარმატებით, - ამის შესახებ ტვ. „ფორმულას“ ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით გამოიკვეთა ლიდერი ვაქცინა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში დამზადდა და შვედური კომპანია  AstraZeneca  აწარმოებს. ასევე დაწინაურდა სამი ამერიკული ვაქცინა. არის სერიოზული იმედები, რომ წლის ბოლოს ეს ვაქცინები მზად იყოს.

 

მაგრამ ეს არაა იოლი. ოქსფორდმა შეაჩერა COVID19-ის ვაქცინის კლინიკური კვლევის მესამე ფაზა იმიტომ რომ იმ 30 ათასი პირიდან რომელიც ვაქცინას თავის თავზე ცდიდა, ერთს დაემართა უცნობი დაავადება. პროტოკოლი მოითხოვს რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და დადგინდეს ეს დაავადება დაკავშირებულია თუ არა ვაქცინასთან. ახლა გვაცნობეს რომ ეს კვლევა განახლდება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება რომელიც ამ ვაქცინას მიიღებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

 

9 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე კლინიკური ცდები შეწყდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი