logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილმა წარჩინებული სამხედროები საშტატო იარაღით დააჯილდოვა
- +

19 სექტემბერი. 2020. 00:53

 

 

 

მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დახურვის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა, წარჩინებული სამხედროები კი, საშტატო იარაღით დააჯილდოვა.

 



ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მსგავსი წვრთნების საქართველოში ჩატარება და ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა მათ პროფესიონალიზმსა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს: აღნიშნული სწავლებით ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი, მათ შორის, უხილავი გამოწვევის მიუხედავად, თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან კიდევ უფრო ღრმავდება, ჩვენი სამხედროები მუდამ მზად არიან, პარტნიორებთან ერთად განაგრძონ მზადყოფნის ამაღლება ჩვენი საერთო მიზნისა და საერთო ღირებულებების დასაცავად. საერთო ღირებულებები არის სწორედ ის ქვაკუთხედი, რასაც ეფუძნება ჩვენი მტკიცე პარტნიორობა. ამ პარტნიორობას სწავლების განმავლობაში მონაწილე ქვეყნების სამხედროებს შორის ჩამოყალიბებული ნდობა კიდევ უფრო მყარს ხდის“.

 

 

 

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მრავალეროვნული სწავლებების მასპინძლობა ხელს უწყობს პარტნიორ ქვეყნებს შორის ნდობისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, რაც რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სიტყვით მიმართვისას, მინისტრმა მომავალ წლებში დაგეგმილ მნიშვნელოვან მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებზე, „მტკიცე სულსა“ და ნატოს-საქართველოს ერთობლივი სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

 

big_banner
არქივი