logo_geo
ზვიად ციკოლია: უინიციატივოები ვართ - ჩვენთან ყველა შეცდომას ღმერთს აბრალებენ
- +

19 ოქტომბერი. 2020. 00:27

 

 

რა აფერხებს ქვეყნის განვითარებას? ჩვენთან სამწუხაროდ, თავის გადაწყვეტილებაზე სათანადო პასუხისმგებლობას ვერავინ იღებს,” - განაცხადა  სამეწარმეო დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ bm.ge-სთან.

 

 

ყველას უნდა სუფთა იყოს და თქვას, “მე არაფერ შუაში ვარ, ეს ჩემი გადაწყვეტილება არ არის” და სწორედ ეს არის ის, რაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

 

საქართველოში ისეთი ადამიანები არ არსებობენ, ვინც იტყვის, მე ასე ვთვლი და ეს ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, მე ამას დავამტკიცებ.

 

სამწუხაროდ, გვიყვარს, რომ კარგიც და ცუდიც ერთ ადამიანს მივაწეროთ.

 

ჩვენთან ყველა შეცდომას ღმერთს აბრალებენ.

 

უინიციატივოები ვართ და ინიციატივას თავის თავზე არავინ იღებს. ეს შინაგანი თავისუფლების არქონის ბრალია. ერი შინაგანად თავისუფალი არ არის. ჩვენ სულ დამოუკიდებლობისკენ ვიღწვით და სინამდვილეში არავინ იცის, დამოუკიდებლობა რა არის. თავისუფლება სინამდვილეში არის ის, როდესაც შენ ყველაფერი არგუმენტირებულად იცი და ვერავინ მოგატყუებს” - დასძინა ზვიად ციკოლიამ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი