logo_geo
გოგი თოფაძე: საკმარის დათმობაზე წავედით, ასე არ გამოვა!
- +

19 ოქტომბერი. 2020. 20:03

 

 

ბუსა ჟვანიას სასამართლო პროცესი 24 სექტემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ის ნოემბრის ბოლოსთვის გადაიდო. ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს საკუთარ სახლში დაჭრეს, რაშიც ბრალდებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი ბუსა ჟვანია. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

დაზარალებულ ლევან თოფაძის ბაბუა გოგი თოფაძე საუბრობს, თუ რატომ გადაიდო სასამართლო პროცესი

 

„ლევანი ისევ ისეა, სამწუხაროდ, მარცხენა ფეხში ისევ არ აქვს შეგრძნება. ჩაწყნარდეს ყველაფერი და სადღაც 2 თვის შემდეგ, გერმანიაში უნდა წავიყვანო. ნუ ნერვიულობს ბუსას დედა, რომელსაც გასაგებია, აწუხებს თავისი შვილის ამბავი. იცით, რომ მას დანაშაულისთვის 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. რადგან ახალგაზრდა კაცია, უკან დავიხიეთ, ახლა კვალიფიკაცია შეიცვლება ალბათ და 3-დან 6 წლამდე სასჯელი ემუქრება.

 

დედამისი 1-2-ჯერ იყო ჩემთან მოსული და ვუთხარი, - კინაღამ ბავშვი მომიკლა-მეთქი... ღამის 5 საათზე შემოვარდა, მე-4 სართულზე ავარდა, ატეხა ბათქა-ბუთქი, ძლივს გადარჩა ლევანიკო, სამი დღე რეანიმაციაში იყო. სასამართლო 24 სექტემბერს უნდა ყოფილიყო, ახლა ნოემბერში გადაიტანეს. კი ბატონო, იყოს, მაგრამ მეტს ნურაფერს ელიან. დედას "ვუნამიოკე", ეყოფა, რაც ჩაიდინა შენმა შვილმა - მეთქი. რამდენი კაცი უნდა დაჭრას კიდევ, 3-დან 6 წლამდე იყოს ციხეში. იჯდეს, მოჭკვიანდება.

 

ჯობია, დროზე დავამთავროთ ეს ამბავი, გადაეცით, თორემ შეიძლება უფრო გაურთულდეს საქმე.  ჩემგან მეტს ნურაფერს ელიან. საკმარის დათმობაზე წავედით, ასე არ გამოვა!", - განაცხადა გოგი თოფაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი