logo_geo
ნიკოლოზ ცისკარიძე: მახინჯს და ჰერმაფროდიტს მეძახდნენ, არ სჯეროდათ, რომ ბიჭი ვიყავი
- +

17 ნოემბერი. 2020. 18:26
 
 
 
46 წლის ცნობილმა ბალერონმა ნიკოლოზ ცისკარიძემ ბავშვობის შესახებ ისაუბრა და იმ ბულინგის შესახებ, რომლის გადატანამაც მოუწია. ნიკოლოზის თქმით, საბალეტო სკოლაში მისი თანაკლასელების მშობლებს არ სურდათ, რომ მათ ბავშვებს ამ "მახინჯთან" ერთად ესწავლათ.

46 წლის ნიკოლოზ ცისკარიძე ყოველთვის ერიდებოდა საკუთარი პირადი ცხოვრების საჯაროდ განხილვას, თუმცა, ბოლო დროს ერთ-ერთ ინტერვიუში ბავშვობაში გადახდენილ უსიამოვნო ფაქტები გაიხსენა.
 

mshoblebi
 
 

აღმოჩნდა, რომ ბალეტის მომავალი ვარსკვლავი რუსული ბალეტის აკადემიაში სწავლის პერიოდში თანაკლასელებისა და მათი მშობლების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო. ცისკარიძემ გაიხსენა, რომ ქორეოგრაფიული სკოლის მოსწავლეების მშობლებმა კაგებეშიც კი გაგზავნეს წერილი, სადაც ამბობდნენ, რომ ისეთი შესაძლებლობები, როგორიც ცისკარიძეს ჰქონდა, არ შეიძლებოდა ბიჭს ჰქონოდა.
 

mshoblebi
 
 

"მათ ჩემი სამედიცინო შემოწმება მოითხოვეს, რომ საკუთარი შვილები დაეცვათ. არ სჯეროდათ, რომ ბიჭი ვიყავი და ჰერმაფროდიტს მეძახდნენ და სურდათ მედიკოსების მტკიცებულება, რომ ნამდვილად ბიჭი ვიყავი", - თქვა ნიკოლოზმა.
ცისკარიძე მაშინ 13 წლის იყო. დედამ, ლამარა ცისკარიძემ, შვილს უთხრა, რომ ეს ჩვეულებრივი სამედიცინო გამოკვლევა იყო და ყველას უნდა გაევლო... მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გაუმხილა ლამარამ შვილს სიმართლე.
 

mshoblebi
 
 

ნიკოლოზ ცისკარიძემ თანაკლასელებისა და მათი მშობლების მხრიდან ბულინგი გაიხსენა" width="600" />
ცისკარიძე იხსენებს, რომ მხოლოდ მისი მისამართით არ ყოფილა მსგავსი დამოკიდებულება. ასევე გაიხსენა, როგორ წაუსვეს მისმა თანაკლასელებმა ერთ-ერთ მომავალ ბალერონს საცვალზე გმახურებელი კრემი. ბიჭი ტკივილისგან ყვიროდა, მაგრამ სცენაზე მაინც გავიდა, რადგან ინციდენტი ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსის წინ მოხდა.

ცნობისათვის, ნიკოლოზ ცისკარიძე  1973 წლის 31 იანვარს დაიბადა თბილისში, ინტელიგენტურ ოჯახში. შვილის აღზრდაში მამა, მაქსიმე არ მონაწილეობდა. ის დედამ, მამინაცვალმა და ძიძამ გაზარდეს. ბავშვობიდან ცისკარიძე ხშირად სტუმრობდა სამხატვრო გამოფენებს, დადიოდა თეატრში, ხელოვნების სამყაროსთან აქტიურად იყო დაკავშირებული, რაც შემდეგ მის პროფესიაზე აისახა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება ბავშვობაში მასზე ბალეტმა "ჟიზელმა" მოახდინა.

 


mshoblebi

 


ნიკოლოზმა 1984 წელს თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ჩააბარა. მხოლოდ ამის შემდეგ უთხრა ოჯახის წევრებს, რადგან იცოდა, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ მოიწონებდნენ. თუმცა, მისმა მასწავლებელმა მშობლების დარწმუნება მოახერხა და მათ უთხრა, რომ ბიჭს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, რასაც განვითარება სჭირდებოდა. ასე დაიწყო ნიკოლოზ ცისკარიძის შემოქმედებითი ბიოგრაფია.

 

 

1987 წელს ის პიოტრ პესტოვის კურსებზე მოხვდა. შემდეგ დიდი წარმატებით დაასრულა მოსკოვის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ინსტიტუტი და მოსკოვის დიდ თეატრში დაიწყო მუშაობა. სულ მალე იქცა წამყვან ბალერონად და დღეს უკვე თავად ჰყავს უამრავი მოსწავლე.

 


mshoblebi

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი