logo_geo
კონსტანტინე თავზარაშვილი: დაახლოებით 100 მოვაჭრე იყო, მაგრამ პანდემიის გამო, საქონელი გატანილი ჰქონდათ და მგონი, ზარალი დიდი არ უნდა იყოს
- +

31 დეკემბერი. 2020. 00:37

 

გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით,  ტანსაცმლის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

„ეს კერძო საკუთრებაა, ხელშეკრულებით იყვნენ შესულები. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ დაახლოებით 100 მოვაჭრე იყო, მაგრამ პანდემიის გამო მათ გატანილი ჰქონდათ თავისი საქონელი და მე მგონია, რომ ზარალი ძალიან დიდი არ უნდა იყოს. გაირკვევა ყველაფერი. დაშავებული არავინ არაა“, - განაცხადა  გორის მერმა „ტვ პირველის“ ეთერში.

 

 

შეგახსენებთ, გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, ტანსაცმლის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა.  ცეცხლის ქრობის სამუშაოებში 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი