logo_geo
დათო ტურაშვილი: ოჯახში, სადაც პატარა ხშირად ხედავს დედას და მამას წიგნით ხელში, მეტი შანსია, რომ ბავშვს წიგნის კითხვა პატარაობიდანვე შეუყვარდეს
- +

9 თებერვალი. 2021. 18:51

 

ზოგჯერ რთულია ბავშვს შეაყვარო კითხვა საყოველთაო კომპიუტერიზაციის პირობებში, მაგრამ მაინც მგონია, რომ იმ ოჯახში, სადაც პატარა ხშირად ხედავს დედას და მამას წიგნით ხელში, მეტი შანსია, რომ ბავშვს წიგნის კითხვა პატარაობიდანვე შეუყვარდეს“, - ამის შესახებ Mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში მწერალმა დათო ტურაშვილმა განაცხადა.

 

„ზოგჯერ უფროსები აკრიტიკებენ ახალ თაობას - კითხვა არ უყვართო - და იმიტომ ბრაზობენ, რომ სურთ, ახალგაზრდებმაც ის წიგნები იკითხონ, რასაც თვითონ კითხულობდნენ. სინამდვილეში კი ახალგაზრდები ბევრს კითხულობენ, ოღონდ სულ სხვა წიგნებს და აქ გასაბრაზებელი არაფერია, რადგან ახალ თაობას სხვა გემოვნება და ინტერესები აქვთ და იკითხონ, რაც უნდათ, ოღონდ სულ იკითხონ...“ - განაცხადა დათო ტურაშვილმა.

 

მარიამ ტურძილაძე

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი