logo_geo
ბრიტანეთში ტელეწამყვანმა ეთერში მეგან მარკლის გაკრიტიკების შემდეგ სამსახური დატოვა
- +

10 მარტი. 2021. 18:44

 

ბრიტანელმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, პირს მორგანმა ტელეკომპანია ITV-ზე დილის გადაცემა „Good Morning Britain“ მეგან მარკლის გაკრიტიკების შემდეგ დატოვა.

 

ამის შესახებ „The Guardian“ წერს.

 

მას შემდეგ, რაც 8 მარტს პრინც ჰარისა და მისი მეუღლის, მეგან მარკლის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, პირსმა დილის გადაცემაში თქვა, რომ „მეუღლეებმა ყველაფერი ის ჩამოშალეს, რაც დედოფალმა ააშენა“, ასევე, მან ეჭვი შეიტანა მეგანის სიტყვებში იმის შესახებ, რომ მას სუიციდზე ფიქრების შემდეგ დახმარებაზე უარი უთხრეს.

 

9 მარტს წამყვანმა სტუდია მას შემდეგ დატოვა, რაც  კოლეგამ, ამინდის პროგნოზის წამყვანმა, ალექს ბერესფორდმა მეგანის მიმართ მის გამონათქვამებს „ეშმაკეული“ უწოდა.

 

„The Guardian“ წერს, რომ 9 მარტის საღამოს ბრიტანეთის მედიარეგულატორმა Ofcom-მა მორგანის საქციელზე 41 ათასზე მეტი საჩივარი მიიღო. ასევე, აღინიშნება, რომ საჩივარი მეგან მარკლისგანაც არის შესული. სწორედ ამის შემდეგ ხდება ცნობილი, რომ მორგანმა დილის შოუ დატოვა.

აღნიშნულს ცოტა ხნის წინ Twitter-ის გვერდზე თავად პირს მორგანი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა – „ორშაბათს ვთქვი, რომ მე ვერ დავიჯერე მეგან მარკლის მონათხრობი ოპრას ინტერვიუში. მე მქონდა დრო, ამ მოსაზრებაზე მეფიქრა, თუმცა, ამ დრომდე არ გამიკეთებია. თუ გავაკეთე, კარგი. სიტყვის თავისუფლება გორაა, რომელზეც ბედნიერი ვიქნები, მოვკვდე. მადლობა ყველას სიყვარულისა და სიძულვილისთვისაც. მეტი დრო მინდა, დავუთმო საკუთარ მოსაზრებებს“.

 

მორგანმა უინსტონ ჩერჩილის ცნობილი ფრაზა გაიზიარა, რომელშიც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს – „ზოგიერთის იდეა სიტყვის თავისუფლების შესახებ არის ის, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ, თქვან ის, რაც მოსწონთ, მაგრამ თუ ვინმე მათ პასუხს გასცემს, ეს აღმაშფოთებელია“.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი