logo_geo
ეკო მაღრაძე: არავის ეგონოს, რომ ჩემი შვილების გაზრდას რომ ვერ ვუყურებ, ეს მსიამოვნებს...
- +

5 აპრილი. 2021. 17:11

 

 

„ტვ პირველის“ საინფორმაციო გადაცემის წამყვანი, ჟურნალისტი ეკო მაღრაძე ძალიან საყვარელი ტყუპის დედაა. მას გოგონა და ბიჭი ჰყავს.

 

„თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ არ მყავდეს არაჩვეულებრივი ორი დამხმარე, ვერაფერს შევძლებდი. ან უნდა მემუშავა, ან სახლში ვყოფილიყავი. მართლა უნდა მოვიტყუო, რომ ჩართული ვარ და ამათი ცხოვრებით ვცხოვრობ. ჩვენი სამსახური ასეა მოწყობილი. არავის ეგონოს, რომ 24 საათის განმავლობაში ჩემი შვილების გაზრდას რომ ვერ ვუყურებ, ეს სასიამოვნოა. ნამდვილად არა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი ცხოვრების კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც გვჭირდება და გვიყვარს. სწორედ ამიტომ მცირე დათმობაზე მივდივართ…“ - აღნიშნა შუადღის გადაცემაში „ტვ პირველზე“ ეკომ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი