logo_geo
“ისეთი სიტუაცია იყო, შინ რა გააჩერებდა?!“ - 9 აპრილი და ფეხმძიმე ქალის გმირობა
- +

9 აპრილი. 2021. 02:51

 

 

9 აპრილის ღამეს ერთ-ერთი დაღუპული ექვსი თვის ფეხმძიმე გახლდათ. ელისო ჭიპაშვილი 24 წლის იყო და რუსული სპეცრაზმის მიერ ჰარეში გაშვებულმა მომწამვლელმა აირმა გაგუდა...

 

“ისეთი სიტუაცია იყო, შინ რა გააჩერებდა?!..ელისო ისეთი ენერგიული იყო, დარმწუნებული ვარ ფეხმძიმედ რომ არ ყოფილიყო, იმ საშინელებასაც დააღწევდა თავს.

9 აპრილის დილას გავიგე. შინ დამირეკეს, მგონი მუცელი მოეშალა და საავადმყოფოში წესვოს. იქაური თანამშრომლების ლაპარაკს მოვკარი ყური, ელისოს სახელი და გავრი ახსენეს.

მივვარდი, რა მოხდა-მეთქი?

ამასობაში ჩემი მეგობრებიც მოცვივდნენ. ამის შესმდეგ ახალი სატანჯველი დაიწყო - გვამს ვერ ვპოულობდით. რესპუბლიკურის მორგში აღმოჩნდა... გაგვიშვეს „არამიანცში“. იქამდე ძლივს მივაღწიეთ: ქუჩები, ხიდები, უბნები, რუსების ტანკებით იყო სავსე და ყოველი ფეხის ნაბიჯზე რუსის ჯარისკაცები გვაჩერებდნენ“, - იხსენებს ელისო ჭიპაშვილის ძმა, ვახტანგ ჭიპაშვილი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი